2015-01-12 11:05:15, 380 ნახვა
საზოგადოება
მამა ილია კარტოზიას გადმოსვენების თარიღი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი
„დღეს უნდა დასრულდეს ყველანაირი ექსპერტიზა, ამიტომ დღის ბოლოს ჩვენ ზუსტი და კონკრეტული თარიღი გვეცოდინება როდის მოხდება მისი გადმოსვენება“, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
კერესელიძის თქმით, პროცესში ჩართულია საკონსულო და უშუალო კონტაქტზეა შესაბამის პირებთან.
"მე ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცედურები არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან