22:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 11:52:13, 1616 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჰერმანი: საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს

„საქართველო ვიზალიბერალიზაციის მიღებას იმსახურებს“,-ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

ჰერმანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

„მინდა გავიმეორო ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია და განცხადება. მათ თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს პროცესი წინ წაიწიოს. საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

 ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics