|
2016-12-06 16:34:52, 1659 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაიკლ კარპენტერი: ვეცდებით, საქართველოში ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ ეცდება, საქართველოში ტერიოტირული თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს. ამის შესახებ მან თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე არჩევნები ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ აქ ჩამოვედით საქართველოს თავდაცვის საკითხებზე სასაუბროდ, ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც გავაღრმავებთ თანამშრომლობას. ამერიკის შეერთებული შტატები ამ პაკეტში ნატო-ს პლატფორმიდან მონაწილეობს, მაგრამ ორმხრივადაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ვეცდებით, ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ასეთი აქტიური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ერაყში, ისევ ავღანეთში. ვამაყობთ, რომ ამ ოპერაციებში თქვენს სამხედროებთან ვთანამშრომლობდით“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა. ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)