14:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 14:40:07, 983 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არსებობს კითხვები, თუ რამდენად შეესაბამება დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები, რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს.

„ჩვენ გვაქვს სრულად დეკლარირებული შემოსავლები და ჩვენი ხარჯები. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩვენ გვაქვს გარკვეული კონკრეტული ეჭვები, რამდენად შეესაბამება მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გვაქვს ასეთი კითხვები“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, პარტიის მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ ხარჯებმა გაამართლა.

„ჩვენ გვქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად დავდეთ ზუსტად ის შედეგი, რომელიც იყო ჩვენს მიერ პროგნოზირებული“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics