|
2016-09-21 15:15:51, 979 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: კანონდარღვევით სკოლის გახსნა არ უნდა მოხდეს, ამიტომ აჭარის მთავრობა უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს
"კანონდარღვევით არაფრის გახსნა არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს",-ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხს. ამასთან, ჯეჯელავას თქმით, დაუჯერებელია, რომ სკოლის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ ყოფილიყო. განათლების მინისტრი დარწმუნებულია, თურქულ მხარესთან მოლაპარაკებების მეშვეობით, აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდება: "ვაპირებდით, რომ ეს სკოლა ყოფილიყო ქართული კანონმდებლობით, ავტორიზებული და სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება. ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქ ვს თურქეთის დიპლომატიურ კორპუსთან, თურქეთის სახელმწიფოსთან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ამ სირთულეებს გადავლახავთ და ის ფაქტი, რომ მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად დაუჯერებელია. კანონდარღვევით არაფრის გახსნ არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია მოითხოვს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ბათუმში თურქული სკოლის მუშაობა შეაჩეროს, ვიდრე სკოლა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში არ მოექცევა. სამნიძის მტკიცებით, სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ სკოლის მშენებლობა იყო უკანონო და მასზე მერიას ნებართვა არ გაუცია.
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)