2015-03-10 14:26:09, 1249 ნახვა
სპორტი
"ავერსის" პაკეტში რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა მხოლოდ კოსმეტიკა დევს
კომპანია „ავერსი“ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც კომპანიის პაკეტზე „ გაატარეთ გაზაფხული ავერსთან ერთად“ აწერია.
როგორც “ექსპრესნიუსს“ „ავერსში“ განუცხადს, აღნიშნულ პაკეტში სხვადასხვა სახის კოსმეტიკური საშუალებები დევს.
მათივე ინფორმაციით, იგი ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, სპეციალურად ქალბატონებისთვის შეიქმნა.
პაკეტში, რომელიც მინაწერმა სოციალური ქსელის მომხმარებლების ერთი ნაწილი აღაშფოთა, არც ერთი მედიკამენტი არ დევს.
შეგახსენებთ, კომპანია „ ავერსი“ მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების დისტრიბუტორიც არის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან