14:34 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-14 13:13:01, 4729 ნახვა

საზოგადოება
WADA: დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა 6 მოთამაშის და პერსონალის 1 წევრის მხრიდან

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ცნობით,  მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშისა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრის მხრიდან.

გამცხადებაში წერია, რომ 2023 წელს დაწყებულმა ოპერაცია Obsidian-მა გამოიძია ბრალდებები, რომ მოთამაშეები წესების აშკარა დარღვევით სინჯების ჩანაცვლებაში იყვნენ ჩართულნი. გამოძიების ანგარიში ავლენს 5 შემთხვევას, როდესაც სინჯების ჩანაცვლება მოხდა. ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებს დოპინგ-ტესტირების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლები. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ დოპინგ-კონტროლისთვის შერჩეულ სპორტსმენებს და არ ესწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს, რაც წესების მიხედვით აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

"ის, რაც ქართულ რაგბში ხდებოდა, აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელია როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ისე მსოფლიო რაგბისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო WADA-ს დამოუკიდებელი დაზვერვისა და გამოძიების გუნდს მათი მონდომებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლებმაც ეს ოპერაცია მიზანმიმართულად და შეუპოვრად აწარმოეს. ასევე ვაფასებ World Rugby-ის მზადყოფნას გამოავლინოს ფაქტების და ითანამშრომლოს WADA-სთან, რათა მიიღოს ძლიერი შედეგი რაგბისთვის.

ეს ისტორია აქ არ მთავრდება, რადგან ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება, რომელიც საქართველოს სპორტში უფრო ღრმად შეისწავლის ვითარებას. WADA-მ ოპერაცია Obsidian-ის შედეგები საქართველოს მთავრობასაც მიაწოდა, რათა გადაიჭრას საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან დაკავშირებული პრობლემები. შემდეგი ნაბიჯების განხილვის ფონზე აშკარაა, რომ WADA-მ დაკარგა ნდობა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ და შესაბამისმა ორგანოებმა ახლა საფუძვლიანი ცვლილებები უნდა გაატარონ." - განაცხადა WADA-ს პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics