2026-02-10 11:31:01, 381 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 80 უცხოელი გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
უწყების ცნობით, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქმენეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ისრაელის, ერაყის, იორდანიის, ნეპალის, კოტ-დივუარის, სუდანის, ტაჯიკეთის, ფილიპინებისა და შრი-ლანკის - ჯამში 80 მოქალაქე." - წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,