10:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 18:35:28, 619 ნახვა

საზოგადოება
კახა ბექაურმა comcom-ი დატოვა - მას თავმჯდომარეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

კახა ბექაურმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დატოვა, სადაც საერთო ჯამში 12 წელი იმუშავა. 2017 წელს ის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო მიმდინარე წელს მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

ბექაური კომისიის ხელმძღვანელი ორი ვადით იყო - თავმჯდომარის პოსტი მან პირველად 2017 წელს დაიკავა. ამჟამად, კომისიის წევრის პოზიციაზე მას გოგა გულორდავა ჩაანაცვლებს. ახალი თავმჯდომარის არჩევა 29 იანვარს არის დაგეგმილი.

კომისიის საქმიანობის პარალელურად, კახა ბექაური ბიზნესშიც აქტიურად არის ჩართული - ის სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ თანადამფუძნებელი და კომპანიის 33%-იანი წილის მფლობელია. მისი 2025 წლის ივლისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შემოსავლის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ კომპანიიდან მიღებულ დივიდენდებზე მოდის. 2024 წელს ბექაურმა „ორი ნაბიჯიდან“ 20.5 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს - 18.2 მილიონ ლარს - 2.3 მილიონით აღემატებოდა.

დეკლარაციის თანახმად, 2020–2024 წლებში ბექაურმა აღნიშნული კომპანიიდან ჯამურად 66 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის არჩევნებში კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მას კონკურენტი არ ჰყავდა.

კახა ბექაურის მედია სფეროში საქმიანობის გზა მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს:

  • 2012 წელს ის ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა;
  • 2010–2011 წლებში იყო „მაესტროს“ დირექტორი;
  • 2004–2005 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა;
  • 2002–2003 წლებში კი ტელეკომპანია „მზეს“ დირექტორის რანგში მართავდა.

კომუნიკაციების კომისიაში ბექაური პირველად 2014 წელს, წევრის სტატუსით მივიდა, ხოლო 2017 წლიდან თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics