22:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 13:17:01, 3043 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ჩაკეტილი ქვეყანაა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. 

„ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics