01:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-10 15:35:55, 930 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე - დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით

დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, 4 ოქტომბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესის შესახებ კომენტირებისას განახადა.

პრემიერის თქმით, როდესაც დამხობის აქციას აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი.

„დაანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია - დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები, კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics