08:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-03 16:14:00, 698 ნახვა

პოლიტიკა
ანიტა ჰიპერი: საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას

ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, თვალი გაუსწორონ რეალობას, რომ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებით რეპრესიულ რეჟიმს აყალიბებენ.

ასე უპასუხა მან ევროსკოპის კითხვას საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასა და ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებების შესახებ. 

ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ EU ეწინააღმდეგება ძალადობის ყველა ფორმას და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუბრუნდეს საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ძალადობის ესკალაცია.

"საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას. ფაქტია, რომ აყალიბებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მიმართულია ხალხის, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ დარწმუნებული ხარ შენს დემოკრატიულობაში და შენს ქმედებებში, აღარ მიგაჩნია საჭიროდ შენი ოპონენტების და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ამასთან, ვეწინააღმდეგებით ძალადობის ყველანაირ ფორმას, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ამ ძალადობის ესკალაცია", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics