08:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-03 10:43:28, 556 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი სტივ დეინსი: საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, მისი მეზობლები კი ამერიკასთან პარტნიორობას ირჩევენ

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, “ჰადსონის ინსტიტუტში” გამართულ შეხვედრაზე “ტრამპის მარშრუტზე” საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, მისი მეზობლები კი ამერიკასთან პარტნიორობას ირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Independence Avenue Media ავრცელებს.

“სომხეთმა და აზერბაიჯანმა აირჩიეს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, საქართველო კი, სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით მიდის. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა სურვილი რეალურად გადატვირთოს ურთიერთობა ვაშინგტონთან და ჩაერთოს რეგიონის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.

არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველო ვერ შეიძლება გახდეს ახლად აღმოცენებული რეგიონული პარტნიორობის ნაწილი და ვერ ისარგებლოს ამით ისევე, როგორც მისი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები ისარგებლებენ. ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ ისაა, რომ ხელი ჩაკიდონ შეერთებული შტატების გაწვდილ ხელს და გააორმაგონ მათი ერთგულება პლურალისტური, დემოკრატიული მმართველობის სისტემისადმი.

ისინი თამაშობენ სტრატეგიულ როლს ამ დერეფნის გაფართოებაში, განსაკუთრებით როგორც კავკასიის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პირდაპირი გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე

თბილისში ყოფნისას შევხვდი როგორც მმართველი პარტია “ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. გზავნილი, რომელიც მათ გადავეცი იყო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნებისმიერი ანტაგონიზმი, ხვალვე შეიძლება დასრულდეს. შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან და უზრუნველყოს მისი ხალხისთვის უკეთესი მომავალი. ორივე ლიდერმა ჩემი გზავნილი მიიღო. თუმცა, მას შემდეგ ზოგიერთი ნეგატიური პროცესი ვიხილეთ.

ტრამპის ადმინისტრაცია სწორად ითხოვს საქართველოსგან პასუხისმგებლობიან ქცევას, მაგრამ მე კვლავ გავუსვამ ხაზს საქართველოსთვის, რომ არ არის საჭირო ჩვენი ურთიერთობა იმ გზას გაუყვეს, რომელზეც ამჟამად დგას.” - აცხადებს სენატორი.

სტივ დეინსი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, სადაც ის განსაკუთრებით აქტიურად ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობს. 2025 წლის გაზაფხულზე, სენატორი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად საქართველოსაც ესტუმრა, სადაც შეხვდა როგორც “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics