20:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 18:46:31, 891 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ნაციონალური მოძრაობა ბრძოლას გააგრძელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმაურება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვოს სამი ოპოზიციური პარტიის: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვა.

მისი სიტყვებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმ პარტიებთან ერთადაც გააგრძელებს ბრძოლას, რომლებსაც "ქართული ოცნება" გაუქმებას უპირებს. "ქართული ოცნების" მცდელობას, თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანების ახალ შესაძლებლობად განიხილავს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს - ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

კიდევ ერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც "ქართული ოცნება" აპირებს, "ლელო - ძლიერი საქართველო“, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძოლას „გამარჯვებისთვის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics