13:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 15:16:11, 674 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის რეჟიმი აპირებს, იმ პირებსაც აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, ვინც არცერთი პარტიის წევრი არაა

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ფარგლებში, პოლიტიკური აკრძალვების მექანიზმი კონკრეტულ პირებზეც გავრცელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება იმ ადამიანების სია, რომელთაც პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ.

გორდულაძის თქმით, სიაში აღმოჩნდებიან არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ის პირებიც, ვინც ივანიშვილის პარტიის შეფასებით, „სრულ თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“ და მათ საქმიანობაში ეხმარებიან.

„პირთა სია,  რა თქმა უნდა, იქნება დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი პირი რა მოქმედებაში იყო ჩართული და რანაირად უწყობდა ხელს კონკრეტული პარტიის ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რა თქმა უნდა,  მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ყოველი კონკრეტული პირის შემთხვევაში და არა კრებსითად.

პირდაპირ არის ჩამოთვლილი თუ ვინ უნდა იყვნენ ეს პირები. კრებსითად ესენი არიან: [პარტიის] წევრები, მმართველი რგოლების წარმომადგენლები ან შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები ანუ პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ მათი საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, ამ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტიურობები და სხვადასხვა უფლებამოსილება, რომლითაც სხვები სარგებლობენ.

თითოეულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება აკრძალვის და უფლებების შეზღუდვის თაობაზე ან არ შეზღუდვის თაობაზე. ეს იქნება დამოკიდებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო განხილვის პროცესზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სარჩელი იმდენადაა გამტკიცებული მტკიცებულებებით და იმდენად ცალსახაა, რომ თითოეული პირის თუ პარტიის აფილირება „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ და გაწევრიანებულია „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ალბათობის უმაღლესი ხარისხით მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და სარჩელს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics