13:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 10:31:01, 527 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

„გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

ელინა ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით ვიდეომიმართვაც გავრცელა.

ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა. ელინა ვალტონენს გუშინ შეხვედრა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics