13:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 21:38:03, 1349 ნახვა

პოლიტიკა
ვალტონენმა, ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოცნება გააკრიტიკა

ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოცნება გააკრიტიკა | განცხადება მან ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა

'ჩვენი შეხვედრისას გავაჟღერე სერიოზული საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ეუთო-ს ფარგლებში. მათ შორისაა შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და დემოკრატიულ მმართველობას ეხება, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა. 

ჩვენ ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომლებიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით, არასამთავრობო, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა ინსტიტუცია არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს. მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნას დაცული. 

სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება. ასეა საქართველოშიც, საქართველოს მოსახლეობა ირჩევს, როგორი მომავალი უნდათ“ | თქვა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics