22:12 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 15:10:33, 1177 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თერმოინდუსტრიამ“ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა

საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია თერმოინდუსტრიამ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.5 მლნ. ლარს შეადგენს, რაც  ფართის შეძენას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

აღნიშნული პროექტი თბილისში, გ.ამილახვრის  #1-ში, 10,000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და ის შოურუმს, სასაწყობე სივრცესა და საოფისე ფართებს აერთიანებს. 

შოურუმში წარმოდგენილია გათბობა-გაგრილების, მზის სისტემებისა და ჭკვიანი სახლის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. მომხმარებლებს შოურუმში ისეთი ექსკლუზიური ბრენდები დახვდებათ, როგორიცაა: ვისმანი, იტალთერმი,  ისიეი და 80-ზე მეტი სხვა ბრენდი.

„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა  წლებია უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა კომპანია თერმოინდუსტრიამ, ბანკის მხარდაჭერით, დღეს კიდევ ერთი, ახალი შოურუმი - ბუდე პლუსი გახსნა.  მიმაჩნია, რომ  ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ წლებია ვპარტნიორობთ და ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით, რადგან კომპანია მუდმივად ცდილობს უფრო მეტად განვითარდეს, გაძლიერდეს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics