00:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 15:12:41, 794 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით

კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით. არის 2 პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და არის 2 პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს, -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე, ისინი იყვნენ ერთად შეკრული საერთო მიზნების გარშემო და ახლა მათ შორის არის ტაქტიკური განხეთქილებები. 

„პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო" და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის" და „ახალის" წარმომადგენლებმა. ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ, ამჯერად,  მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, ზუსტად  24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics