15:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-02 22:23:36, 833 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის მოქალაქეების ნახევარზე მეტი მის გაფართოებას მხარს უჭერს

ევროკავშირის მოქალაქეების ნახევარზე მეტი მის გაფართოებას მხარს უჭერს. გაფართოებასთან დაკავშირებით Eurobarometer-ის კვლევის მონაცემები გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა წარადგინა.

"შედეგები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაფართოების საზოგადოებრივი მხარდაჭერის აღმავალ ტრენდს ადასტურებს. ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვამ გაფართოების მხარდაჭერა გაზარდა," - აღნიშნა კოსმა.

 ყველაზე დიდი მხარდაჭერა ევროპის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით დანიასა და შვედეთშია, სადაც მაჩვენებელი თითქმის 80%-ია. კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ორი მესამედი ევროკავშირის გაფართოებას უჭერს მხარს. 

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ კოპენჰაგენში, ევროპის საკითხებში მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გაწევრიანების მოლაპარაკებებში პროგრესის გზებზე იყო საუბარი. თუმცა, უნგრეთმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას არ ეთანხმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics