06:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-24 13:58:19, 860 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი - უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული, ღმერთმა დალოცოს უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში, დონალდ ტრამპის წერილს აქვეყნებს, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული, ხოლო თქვენი ქვეყნის სიმამაცე ბევრისთვის შთაგონების წყაროა. იცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი დამოუკიდებელი მომავლის". – წერია ტრამპის წერილში.

წერილში ტრამპი ასევე წერს ომის დასრულების აუცილებლობაზე:

"ახლა არის მომენტი, რომ დასრულდეს უაზრო მკვლელობები. აშშ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს, რომლებიც მიგვიყვანს გრძელვადიან მშვიდობამდე". 

უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს პოსტში მადლობას უხდის:

"ძვირფასო აშშ-ს პრეზიდენტო, გმადლობთ, გულითადი მოლოცვისთვის. ვაფასებთ უკრაინელი ხალხის მისამართით წარმოთქმულ თბილ სიტყვებს. ასევე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ აშშ ეხმარება უკრაინას დაიცვას ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და გარანტირებული მშვიდობა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics