08:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-18 22:28:34, 1268 ნახვა

პოლიტიკა
ლელოს და გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იქნება

ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.

„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, საქართველო უნდა გადავარჩინოთ.

„გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას, ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ“, - დასძინა მან.

ვიცე-მერობის კანდიდატად კუპრაძემ წარადგინა ალეკო ელისაშვილი და გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ორი პარტიიდან გიორგი შარაშიძე იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics