2025-08-07 11:35:01, 1436 ნახვა
პოლიტიკა
შერაზ გასრი - საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს
საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით X-ზე წერს.
„ვიხსენებთ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, -წერს ელჩი X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,