01:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 18:23:38, 1890 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს -Amnesty International-

მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს, – ამის შესახებ Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან მთელი რიგი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყვირილი, დაშავება და შემდგომში სამედიცინო დახმარებაზე უარი – ყველაფერი ეს დადასტურებულია სასამართლოზე თავად პოლიციის თანამშრომლების მიერ, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ იმარჯვებს. სასამართლო პროცესს თან სდევდა სერიოზული პროცედურული დარღვევები და მიკერძოება. სასამართლომ არ მიიღო დაცვის მხარის მტკიცებულებების უმეტესობა და უარი თქვა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სანდო ბრალდებების გამოძიებაზე. მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics