03:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-02 15:17:22, 2040 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ეს ყველაფერი ცარიელი მუშტების ქნევაა

ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს.

არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 თვე და თბილისის მერობის კანდიდატზე ოპოზიციაში ვერ არიან ჩამოყალიბებული - გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიცია ვერც ერთხელ ვერ შეძლო, თავისი გეგმები განეხორციელებინა.

„არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 თვე და თბილისის მერობის კანდიდატზე ოპოზიციაში ვერ არიან ჩამოყალიბებული. კანდიდატებზე ვისზეც არის საუბარი, ეს მეტყველებს, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს, ეს მათი საქმეა. არ გვაინტერესებს როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის, ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ აქტიურად ვემზადებით, გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და მთლიანად ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ.

ხედავთ, რომ ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები და დავალებები ასეთია, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება, ახლა კიდევ უფრო არიან დასუსტებულები. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც მათ დადებითად არ ახასიათებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics