2025-07-24 11:43:55, 1419 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე და მისი პარტია ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას
პარტია "ხალხისთვის" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს - განცხადება ანა დოლიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
დოლიძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა "გაუმართლებელია".
„არ მივცემთ საშუალებას “ქართულ ოცნებას”, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სასაუბრო შეიქმნას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარა”,- განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, პარტია არჩევნების ბოიკოტსაც არ უერთდება და აღნიშნა, რომ რესურსების დახარჯვა, რომ „სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია”.
„ჩვენს ძალებს მოვახმართ იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული ადამიანის მიმართ”,- განაცხადა დოლიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,