19:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-24 09:15:26, 2967 ნახვა

ომი უკრაინაში
სტამბოლში კიდევ ერთი მასშტაბური პატიმრების გაცვლა შეთანხმდა

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ ორივე მხრიდან 1200-ზე მეტი სამხედრო ტყვეს გაცვლაზე.

შეთანხმების შესახებ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებმა, რუსტემ უმეროვმა და ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადეს, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.

„შეთანხმება და ამ ჰუმანიტარული გზის შედეგი 1200-ზე მეტი ადამიანია. ეს იქნება ჩვენი კოლეგების მიერ განხორციელებული გაცვლები. და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს შემდგომ გაცვლებს“, - გააზიარა დეტალები უმეროვმა.

უკრაინის დელეგაციის წევრმა, სერგეი კისლიციამ, განმარტა, რომ საკითხი კონკრეტულად სამხედრო ტყვეების დაბრუნებას ეხება.

მედინსკიმ დაადასტურა გაცვლის შესახებ შეთანხმება და დასძინა, რომ ეს მასშტაბური გაცვლა უახლოეს მომავალში განხორციელდება.

„სამხედრო ტყვეების გაცვლის გაგრძელებისას, ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში თითოეული მხრიდან მინიმუმ 1200-მდე სამხედრო ტყვე გაცვალდება“, - თქვა მან.

რუსი მომლაპარაკებლების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას სამხედრო ტყვეების უფრო დიდი რაოდენობის გადაყვანა შესთავაზა. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინას კიდევ 3000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრის გადასვენება შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics