09:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-16 12:55:48, 1024 ნახვა

პოლიტიკა
პიტერ ფიშერი: ჩვენ 3 მილიონ ევროზე მეტი გამოვყავით კანონის უზენაესობის პროექტის მხარდასაჭერად საქართველოში

„ჩვენ სამ მილიონ ევროზე მეტი გამოვყავით გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობის პროექტის მხარდასაჭერად საქართველოში. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ლტოლვილების მხარდაჭერას მოხმარდება“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა.

მისი თქმით, UNDP-ის მეშვეობით, ლტოლვილებს საშუალება ექნებათ, საჭირო სერვისებით ისარგებლონ.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. რუსეთმა უკრაინას შეუტია. ეს არის თავდასხმა ევროპაში ომისშემდგომ მსოფლიო წესრიგზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა. ჩვენ გვეგონა, რომ გამოვიარეთ ის დრო, როდესაც საზღვრები ძალის გამოყენებით იცვლებოდა ან სამხედრო გზით ცდილობდნენ მათ შეცვლას. რუსეთმა დაარღვია ეს წესრიგი. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ეს ეხება ჩვენს უსაფრთხოებას და თავისუფლებას. სხვათა შორის, ეს ასევე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და თავისუფლებას. ჩვენ სამ მილიონ ევროზე მეტი გამოვყავით გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობის პროექტის მხარდასაჭერად საქართველოში. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გამოიყენება ლტოლვილების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დახმარება, ჰქონდეთ ადგილი, სადაც მიიღებენ საჭირო მომსახურებას და დაიწყებენ საკუთარ ბიზნესს. „ამ რთულ დროს, როდესაც ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო, მათ უნდა შეეძლოთ შემოსავლის მიღება და ამ საშინელ პირობებში გადარჩენა“, - თქვა ფიშერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics