2025-07-15 15:25:01, 828 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს ქართული ოცნების სასტიკი რეპრესიებისთვის
ბრიუსელში მაქვს მკაფიო და ურყევი გზავნილი: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ სასტიკი რეპრესიებისთვის, - წერს სოციალურ ქსელ X-ში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.
მისი თქმით, აუცილებელია შეთანხმება კონკრეტულ, მიზანმიმართულ ზომებზე, რომლებიც სრულ პასუხისმგებლობას დამნაშავეებს დააკისრებს.
„ევროკავშირის მინისტრებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გაიმართა, ჩემი გზავნილი ნათელი და თანმიმდევრული იყო: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ სასტიკი რეპრესიებისთვის.“ „აუცილებელია შეთანხმება მივაღწიოთ კონკრეტულ, მიზანმიმართულ ზომებზე, რომლებიც სრულ პასუხისმგებლობას დამნაშავეებს დააკისრებს“, - წერს გახარია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,