2025-07-10 12:35:31, 562 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე - ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს
ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. ხედავთ, რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი. - ""ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რასა იუკნევიჩიანეს განცხადების შესახებ აღნიშნა.
პრემიერის თქმით, ის ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და მარტივად ამბობს ტყუილებს.
„ამ ქალბატონის მენტალიტეტი იცით, ის ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და აქედან გამომდინარე, მარტივად ამბობს ტყუილებს. ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება. ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. ხედავთ, რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი. საზოგადოება ხედავს და აფასებს ამ ყველაფერს", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,