|
2025-06-30 13:22:44, 491 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა; არავის ველაპარაკები მოთხოვნით
მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა - მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მით უმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე აუცილებლად მიმაჩნია და რომელზეც მინდა, რომ შევჯერდე აბსოლუტურად ყველასთან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა ართანამშრომლობის გარშემო და მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა“. „მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მე მაქვს ნათქვამი, რა არის პოლიტიკური ამოცანები. პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა ართანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა, რაშიც მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული. ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, როგორი ერთობითაც მოვედით აქამდე ამ ართანამშრომლობის საკითხში - პარლამენტში იქნებოდა ეს თუ კომისიაზე - ასეთივე ერთობით გავაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დღეს გადამწყვეტია, რომ რეჟიმი, რომელიც ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს ჩვენი აქტიური მოქმედებებით. მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მითუმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე აუცილებლად მიმაჩნია და რომელზეც მინდა რომ შევჯერდე აბსოლუტურად ყველასთან, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლა არ არის, ეს არის ყველა მოქალაქის და პოლიტიკური პარტიის ბრძოლა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ამასთან, ხოშტარიამ ისაუბრა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე და აღნიშნა, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო. „გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო - იყო ბევრი ადამიანი, იყო კიდევ ერთი განაცხადი, რომ ხალხი აგრძელებს ბრძოლას, იყო პოლიტიკური სპექტრის განაცხადი, რომ ვართ ერთად და მივდივართ იმ მთავარი მიზნისკენ, რომ ერთობას ჰქონდეს კონკრეტული მოქმედების სახე და დარწმუნებული ვარ, მალე ასეც იქნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)