06:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 09:59:53, 697 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მე ის აიათოლა ალი ხამენეი სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე

აიათოლა ალი ხამენეი სიკვდილისგან გადავარჩინე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„რატომ ამბობს ასე სულელურად ომით განადგურებული ქვეყნის ე.წ. უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომ ისრაელთან ომი მოიგო, როდესაც იცის რომ ეს სიცრუა“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „ზუსტად იცოდა, თუ სად იმალებოდა აიათოლა ალი ხამენეი“.

„ისრაელს ან აშშ-ის სამხედრო ძალებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მისი სიცოცხლის დასრულების უფლება არ მივეცი. მე ის საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნაზე მუშაობდა, თუმცა აიათოლა ალი ხამენეის განცხადების შემდეგ ამას აღარ გააკეთებს.

„მაგრამ ამის ნაცვლად, მან ზიზღითა და სიძულვილით სავსე განცხადება გაავრცელა და სანქციების მოხსნაზე ყველანაირი მუშაობა შევწყვიტე“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics