15:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 13:14:42, 810 ნახვა

მსოფლიო
მედია - ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმამ, შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს

დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის ქვეყნებმა დონალდ ტრამპი გააფრთხილეს, რომ ირანზე აშშ-ის ნებისმიერმა თავდასხმამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დასავლეთს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

დიპლომატიურმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ვაშინგტონს ასევე ეცნობა, რომ სამხედრო ჩარევამ, შესაძლოა, მთელ ევროპაში ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა ეს არგუმენტები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ის წარსულში თავად იყო ირანის ხელისუფლების მიერ დაქირავებული მკვლელობის გეგმის სამიზნე.

ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ ლემი, იოჰან ვადეფული და ჟან-ნოელ ბარო ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics