|
2025-06-18 17:00:15, 766 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მოთხოვნა, უკრაინამ დასავლური იარაღი გაანადგუროს, სრული აბსურდი და არაადეკვატურობაა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის ფედერაცია სრულ არაადეკვატურობას ავლენს, როდესაც აჟღერებს მოთხოვნას დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ყველა სახის იარაღის განადგურების შესახებ. „რუსი ოფიციალური პირები თითქმის ყოველდღე ახალ აბსურდულ მოთხოვნებს აყენებენ. სრული არაადეკვატურობა. მოსკოვი სრულ უგულებელყოფას იჩენს შეერთებული შტატების მიერ ომის დასრულების მცდელობების მიმართ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი სოციალურ პლატფორმა X-ზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს კომენტარს, რომლის თქმითაც, უკრაინამ დასავლეთის მიერ გადაცემული ყველა სახის იარაღი უნდა გაანადგუროს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)