13:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 10:26:03, 608 ნახვა

მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა

ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე სამხრეთის ზოგიერთ რაიონში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი დაბომბვა ირანის მხრიდან. გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.

ისრაელი და ირანი მეხუთე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი - 24.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics