2025-06-13 09:48:16, 680 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა ირანში 200 მოიერიშე თვითმფრინავით 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა
ისრაელმა ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და დარტყმების დროს 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირანის ტერიტორიაზე ჩამოგდებულია 330-ზე მეტი სხვადასხვა საბრძოლო მასალა.
„დარტყმები ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის ნაწილი იყო“, - განაცხადა დეფრინმა და დასძინა, რომ პილოტები ჯერ კიდევ უტევენ სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რაიონში“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,