10:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 15:17:57, 658 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით ბერლინი უფრო ღრმად ჩაიგდებს თავს ორმოში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, გერმანია, უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნით კიდევ უფრო ღრმად ჩაძირავს საკუთარ თავს.

„უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების დიაპაზონზე შეზღუდვის მოხსნით, თუ ასეთი რამ ოდესმე არსებობდა, ბერლინი მხოლოდ უფრო ღრმად ჩაიგდებს თავს იმ ორმოში, რომელშიც მის მიერ მხარდაჭერილი კიევის რეჟიმი დიდი ხანია იმყოფება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, „გერმანული იარაღი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის“.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics