09:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 11:23:18, 796 ნახვა

მსოფლიო
ჯო უილსონი - სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვე, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ალ-შიბანის თხოვნით მივმართე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს. ეს მარტივი ნაბიჯი სირიის ახალი გზის მიმართ სიძლიერისა და ერთგულების დემონსტრირება იქნება“, - წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, სირიამ, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს „აღიარა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
Bloomberg: ბუდანოვს პატივს სცემენ აშშ-სა და რუსეთში
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics