11:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 19:25:56, 897 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ზელენსკისთან განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის დელეგაციასთან განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით.

აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებს თურქეთის მხრიდან ასევე დაესწრო თავდაცვის მინისტრის, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics