11:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 15:55:41, 763 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ვუჩიჩი - ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს

ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ევროკავშირში ატმოსფერო არც ისე კარგია. დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვში ვიზიტის გამოა, მაგრამ მჯერა, რომ ევროპა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს გაგებით მოეკიდება“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, მოხარულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„რაც უნდა გაკეთდეს, ეს მედიის თავისუფლება, კორუფციის აღმოფხვრა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. ჩვენი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ ელემენტს რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის მკაფიო დაგმობა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის მხარდაჭერა წარმოადგენს“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში ჩავიდა და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics