11:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 11:37:34, 852 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის იუსტიციის სამინისტრო - უნგრეთმა გადადო უკრაინასთან ეროვნული უმცირესობების შესახებ მოლაპარაკებები

უნგრულმა მხარემ უკრაინასთან ეროვნული უმცირესობების საკითხზე დაგეგმილი მოლაპარაკებები გადადო, - ინფორმაციას უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ადრე ბუდაპეშტში მხარეები შეთანხმდნენ ექსპერტთა ჯგუფების მუშაობაზე, რათა განიხილონ უნგრეთის 11 რეკომენდაცია. უკრაინის დელეგაცია პირველ შუალედურ შედეგებს უკვე 12 მაისს ელოდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, კონსულტაციები უჟგოროდში უნდა გამართულიყო, სადაც უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჯერ არ გამოცხადებულა, როდის უნდა გაიმართოს გადადებული შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია სხვა მოლაპარაკებების კონტექსტში - უკრაინის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთს უკრაინასთან ბევრი მოთხოვნა აქვს. კერძოდ, მათი მხარე მოითხოვს უნგრული ენის თავისუფალი გამოყენებისა და რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების გარანტირებული უფლებების აღდგენას.

არსებულ სიტუაციას ევროინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი ოლგა სტეფანიშინა. მან ხაზი გაუსვა, რომ „დიალოგი უნდა გაგრძელდეს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics