15:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 10:41:06, 2940 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

მარკო რუბიო პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პაკისტანის არმიის მეთაურს ასიმ ბუნირსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შესაბამისი გზების მოძებნისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ მხარეებს „კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ს დახმარება შესთავაზა“.

შეგახსენებთ, დღეს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და ინდოეთში სამხედრო ბაზებს დაარტყა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ინდოეთმა ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე სარაკეტო იერიშები განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics