16:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 10:17:22, 553 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, აშშ, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„მისაღები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების დაურღვევლობის პატივისცემაზე“, - წერს ტრამპი.

მისი მტკიცებით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავენ, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ.

„თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველკვირეულად ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს შეწყდეს. მეც ასე ვფიქრობ და ამერიკის შეერთებული შტატებიც ასე ფიქრობს. როგორც პრეზიდენტი, მე, ევროპელებთან ერთად, ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და თუ ჩემი სამსახური საჭირო გახდება, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები“, - წერს ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics