16:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 21:50:53, 1150 ნახვა

მსოფლიო
Fox News - თანამგზავრის კადრებმა, სავარაუდოდ, ირანის საიდუმლო ბირთვული ობიექტი გამოამჟღავნა

Fox News-ის ინფორმაციით, მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს თანამგზავრიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ირანის ოპოზიციური ჯგუფის განცხადებით, გამოსახულია მანამდე საჯაროდ უცნობი ბირთვული იარაღის ობიექტი.

ახალი იდენტიფიცირებული ობიექტი მდებარეობს ირანის სემნანის პროვინციაში, ქვეყნის უკვე ცნობილ ბირთვულ ობიექტებიდან მოშორებით. როგორც ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო (NCRI) აცხადებს, შიდა წყაროებიდან მოპოვებული დაზვერვითი მონაცემები მიუთითებს ფართო ტერიტორიაზე განლაგებულ კომპლექსზე, რომელიც დაახლოებით 1,012 ჰექტარს მოიცავს.

როგორც წერს გამოცემა, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ობიექტს კოდური სახელწოდება ცისარტყელას ობიექტი (Rainbow Site) მისცეს. არსებული ინფორმაციით, ობიექტი უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ენიღბულია, როგორც ქიმიური პროდუქციის საწარმო სახელწოდებით Diba Energy Siba.

NCRI-ის წყაროების თანახმად, „ცისარტყელას ობიექტის“ ძირითადი დანიშნულებაა ტრიტიუმის, რადიოაქტიური იზოტოპის მოპოვება, რომელიც ბირთვული იარაღის ეფექტურობის გასაზრდელად გამოიყენება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics