|
2025-05-06 11:15:01, 638 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ ოფიციალური პირი - „ჰამასი“ ისრაელთან ზავის შესახებ მოლაპარაკებებით დაინტერესებული აღარ არის
„ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით აღარ არის დაინტერესებული მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ახალი შეტევის გეგმის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა მედიასთან საუბარში განაცხადა. „აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში ჩართვას ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადებების განხილვას, სანამ ღაზის სექტორში შიმშილისა და განადგურების ომი გრძელდება“, - განაცხადა ნაიმმა. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „ზეწოლა მოახდინონ ნეთანიაჰუს მთავრობაზე, რათა ღაზაში შიმშილის, წყურვილისა და მკვლელობების დანაშაულები დაასრულოს“. შეგახსენებთ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა, ინტენსიური იქნება და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის გადაადგილება მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)