19:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 19:40:16, 815 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიისა და ღაზის სექტორის შესახებ ისაუბრა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იგი თურქეთში მიიწვია.

„პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ახლავე!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics