19:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 14:44:37, 504 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსმა ჰაკერებმა ქვეყნის სამთავრობო ვებგვერდებს შეუტიეს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსმა ჰაკერებმა ქვეყნის სამთავრობო ვებგვერდებს შეუტიეს, – ამის შესახებ რუმინული მედია იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტევა განახორციელა რუმინეთის მთავრობისა და ასევე პრეზიდენტობის კანდიდატების რამდენიმე ვებგვერდზე.

როგორც მედია წერს, ჯგუფ DDOSIA/NoName057-ის მიერ განხორციელებულმა შეტევამ დააზიანა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდი, მთავრობის მთავარი ინტერნეტპორტალი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი და პრეზიდენტობის კანდიდატების გვერდებიც.

რუმინეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა მმართველი კოალიციის კანდიდატის, კრინ ანტონესკუს და ბუქარესტის მერის, ნიკუშორ დანის ვებგვერდები.

შეტევის შემდეგ ჰაკერებმა განცხადება გაავრცელეს ტელეგრამ არხზე, სადაც მათ სამიზნეებს შორის დასახლებულია რუმინეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიც.

რუმინეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ განაცხადა, რომ ჰაკერული ჯგუფის მიერ ჩამოთვლილმა ვებგვერდებმა მუშაობა უკვე განაახლეს.

ცნობისთვის, 4 მაისს რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომლის შედეგადაც გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა, რომელმაც ხმების მიიღო 40.94%-ი მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის ლიბერალი მერი ნიკუშორ დანმა – 20.99%.-ით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics