|
2025-05-02 16:05:12, 675 ნახვა
მსოფლიო
TikTok მომხმარებლების მონაცემების ჩინეთში უკანონოდ გაგზავნის გამო, 530 მილიონი ევროთი დაჯარიმდა
TikTok-ს 530 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რადგან მან ევროპელთა პერსონალური მონაცემები უკანონოდ გაგზავნა ჩინეთში და მომხმარებლებთან საკმარისად გამჭვირვალე არ იყო, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა. მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, TikTok-მა ვერ შეძლო ადეკვატურად შეეფასებინა ის ზეგავლენა, რაც ზედამხედველობის შესახებ ჩინეთის კანონმდებლობას ევროპელების მონაცემებზე შეიძლება ჰქონოდა. TikTok-მა მიმდინარე გამოძიების დროს აღიარა, რომ ეს კანონები, რომლებიც ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს ჩინეთის მთავრობას, კომპანიებს მონაცემების გადაცემა მოსთხოვოს „არსებითად განსხვავდება ევროკავშირის სტანდარტებისგან“. მარეგულირებელმა ასევე განაცხადა, რომ TikTok-მა 2020-დან 2022 წლამდე დაარღვია გამჭვირვალობის წესები, რადგან არ აცნობა მომხმარებლებს, რომ პერსონალური მონაცემების ჩინეთისთვის გადაცემა ხდებოდა. კომპანიას მონაცემთა ჩინეთისთვის გადაცემისთვის 485 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, ხოლო კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამჭვირვალობის არ არსებობის გამო - 45 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა. TikTok-მა განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის დასკვნებს და მათ გასაჩივრებას გეგმავს.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)