23:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 10:02:10, 771 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით უახლოეს დღეებში რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მომდევნო რვა-ათი დღის განმავლობაში რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება, რათა უკრაინასთან ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ.

„მომდევნო 8-10 დღის განმავლობაში რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ვგეგმავთ. სიფრთხილეს ვინარჩუნებ, რადგან ამ განტოლების ნაწილი მოსკოვზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება საომარი მოქმედებების დასრულების მისაღწევად.

მაკრონის თქმით, მოახერხა შეერთებული შტატები კრემლზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობაში დაერწმუნებინა, მათ შორის ახალი სანქციების შესაძლო დაწესებით.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის ვატიკანში გამართულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო რუსეთზე ზეწოლის გაზრდას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics