06:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 18:25:44, 661 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლის პრესსპიკერი - პუტინმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა, დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს

დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს , - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.

„პრეზიდენტ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს. როგორც ვიცი, პუტინმა დღეს დილით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს, პირველ რიგში, მკვლელობების დასასრულებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

ამასთან, ვატიკანში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კეროლაინ ლევიტმა უპასუხა, რომ დონალდ ტრამპი „ორივე ქვეყნის ლიდერით [ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი] იმედგაცრუებულია“.

„მიუხედავად ამისა, ის ოპტიმისტურად განწყობილი რჩება, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ასევე, რეალისტურადაც არის განწყობილი, რომ ორივე ლიდერი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიდეს და ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics